მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანაში ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 645 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 405 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 631 900-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 294 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 578 178-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 485 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 853 შემთხვევა

📌აჭარა – 69

📌იმერეთი – 315

📌ქვემო ქართლი – 83

📌შიდა ქართლი – 96

📌გურია – 117

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 166

📌კახეთი – 169

📌მცხეთა-მთიანეთი – 45

📌სამცხე-ჯავახეთი – 30

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

აცრაზე შემცირებული მიმართვიანობა რისკის ქვეშ აყენებს 2022 წლის ეროვნული გეგმის სამიზნე მაჩვენებელს, რაც ივლისისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრას ითვალისწინებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ დროისთვის მოზრდილი მოსახლეობის 43.5% არის სრულად ვაქცინირებული.

„სამწუხაროდ, აცრის ყოველდღიური რაოდენობა კლებულობს. იანვარში ეს მაჩვენებელი 7311 გვქონდა, დეკემბერში 10 519, თებერვალში შემცირდა 3365-მდე. მარტში, სამწუხაროდ ყოველდღიური აცრის საშუალო რაოდენობა ათასს ჩამოსცდა. აცრების რაოდენობა სამუშაო დღეებშიც 1000-ზე ოდნავ მეტია.ზოგადად, აცრაზე მიმართვიანობა შემცირებულია. ეს რისკის ქვეშ აყენებს სამიზნე მაჩვენებელს, რაც გვაქვს, კერძოდ, ივლისისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. დღეს ჩვენ მოზრდილი მოსახლეობის 43.5% გვყავს აცრილი, ერთი დოზით კი 47.1%. „ბუსტერი“ 8% -ს მიუახლოვდა, რაც არ არის კარგი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე  ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული ვაქცინის დოზები ქვეყანამ დონაციის გზით მიიღო.

“ფაიზერის” 350-400 ათასამდე დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა. სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთილი აქვს „ფაიზერის“ ახალი დოზები, რომელსაც ქვეყანა მარტის ბოლომდე მიიღებს. ვფიქრობთ, უწყვეტად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი აპრილ-მაისშიც.

სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინა გვაქვს და მოთხოვნა ასეა დაცემული. თუ ამ ტემპით წავიდა აცრები, არის რისკი რომ აუთვისებელი დარჩეს. მოგეხსენებათ, ჩვენ „ფაიზერის“ 2 მლნ დოზა გვქონდა ქვეყანაში, აქედან მილიონი სახელმწიფომ იყიდა, დანარჩენი კი დონაციის გზით არის შემოსული. ამოწურულია ის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით ვიყიდეთ. ახლა დონაციის გზით მიღებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნაჩუქარია მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ვაქცინა გვაქვს მაღალი დაცვით და მოსახლეობის აქტივობა დაბალია.

ასევე, გვაქვს „სინოფარმი“ და „სინოვაკიც“. იანვარში სერიოზული კვლევა გამოქვეყნდა „სინოფარმზე“, საკმაოდ კარგი მონაცემებია „ომიკრონის“ მიმართ დამცველობაზე, განსაკუთრებით „ბუსტერის“ შემდეგ. „ბუსტერი“ დღეს უმთავრესია. მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანია ქვეყანაში ორჯერ აცრილი, ყველა ორჯერ აცრილმა რომ გაიკეთოს „ბუსტერი“, დამერწმუნეთ, სერიოზულად შემცირდება ფატალური შემთხვევები“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button