მნიშვნელოვანისიახლეები

ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინალური სტატისტიკა შემცირებულია და დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

აღნიშნული კომენტარით ვახტანგ გომელაურმა უპასუხა კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმად: „ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა ცენტრალურ უბნებში, არის თუ არა გაზრდილი კრიმინალი?“
გომელაური ამბობს, რომ სტატისტიკა დაწეულია.

“მოგვაკლდა ესებუა, კი. [ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა, ცენტრალურ უბნებში] გაიზარდა კრიმინალი ამით?! სტატისტიკა?! სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად, მართლა ვიძახი, ორი სამი ფაქტი მოხდა, თუმცა სტატისტიკა, იცით რა არის მათემატიკა?! ხომ იცით, მათემატიკა არის ჩვეულებრივად, ვითვლით, თქვენ აპელირებთ, რომ მოხდა, მოხდა დანაშაული, მკვლელობაც მოხდება, ხვალაც მოხდება, ღმერთმა ქნას არ მოხდეს, თუმცა არ გაზრდილა, დაკლებულია და როგორ გაიზარდა, ატყუებთ ხალხს. დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, ერთ-ერთი, ჩვენ ახლო სამეზობლოშიც და არა ნაკლებ ევროპასთან”, – თქვა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ძარცვაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button