კახეთში მანქანის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევში გადავარდა და აფეთქდა.

მანქანის მძღოლი რუსეთის მოქალაქე იყო, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

საქმეზე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button