ქვილითაიამ ისევ გაიტანა.აპოელი მეოთხედფინალშია
კვიპროსის თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში აპოელი ოლიმპიაკოსს ესტუმრა და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
პირველი შეხვედრაც 2:1 ქონდა მოგებული და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა
აპოელის ქართველებიდან ბუბა დაუშვილმა 65 წუთამდე ითამაშა და მხოლოდ ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ დატოვა მოედანი.
სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ქვილითაიაც.მან ოლიმპიაკოსს მეორე ბურთი გაუტანა და მას შემდეგ რაც ანგარიში სამამდე გაიზარდა,მწვრთნელმა ის დაუშვილის მსგავსად სათადარიგო სკამზე 65-ე წუთზე დასვა.
ქვილითაიამ პირველ შეხვედრაშივ გაუტანა ოლიმპიაკოსს და საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში 7 გოლი დააგროვა.
რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს,- განაცხადში არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში აპოელი მე-7 ადგილზეა.უახლოეს შეხვედრას კი გასვლაზე,აელ-თან გამართავს.