![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/04/sand-storm.jpg.838x0_q67_crop-smart.jpg)
პაკისტანის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ყარაჩში ამოვარდნილ ქვიშის ქარიშხალს, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთაგან ორი, ბავშვია.
სტიქიის შედეგად, გაუჩინარდა 8 მეთევზე, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.
მათი ნავი ძლიერმა ქარმა ყარაჩის სანაპიროსთან გადაატრიალა.