მნიშვნელოვანისიახლეები

რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! გაუგებარია-კალაძე

რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! გაუგებარია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების ნაწილის 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია.

„ესეც გაუგებარია. მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, ტყუილი და სისულელე. არანაირი არგუმენტები არ აქვთ იმისა, თუ როგორ აპირებენ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნას. ეს ხომ წარმოუდგენელია?! მაშინ რაღაცას უნდა მოაკლოს და ისიც უნდა თქვას, რას აკლებს. ჯანდაცვას აკლებს? ინფრასტრუქტურას აკლებს? რა მიმართულებას უნდა მოაკლოს? წარმოუდგენელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ძლიერი საქართველოს” გეგმით პენსიის 1000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25% -ით დაბეგვრა იქნება

საპენსიო სესხების განულება პენსიის გაზრდა 1000 ლარამდე და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება-,,ენმ,,-წინასაარჩევნო ღონისძიება გამართა

მსგავსი პოსტები

Back to top button