მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რა გახდა 3 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი-ფაქტს გამოძიება სწავლობს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მშობლები მიზეზად სიმაღლიდან ვარდნას ასახელებენ. შემთხვევა წუხელ მოხდა.

სოფლის რწმუნებულის ვახტანგ კვირკველიას თქმით, ოჯახმა ცხედრისთვის ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

“სხვა დეტალები ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია. მე და სოფლის დეპუტატი ასვლას ვაპირებთ ოჯახში. როგორც მითხრეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში და მათ შეტყობინებაში დაფიქსირებული აქვთ-ბავშვის სიმაღლიდან ვარდნა, არსებობს სხვა ვერსიებიც,სიცხე და გულის პრობლემები, დეტალები ჩემთვის უცნობია”,-ამბობს სოფლის რწმუნებული.

მომხდარ ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით,რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button