მნიშვნელოვანისიახლეები

რა განცხადებები კეთდება ქართული ოცნების მხრიდან

რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ დაიწყო, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციის ორგანიზატორების ცნობით, დღევანდელი შეკრების მიზანია ევროპელმა პარტნიორებმა დაინახონ ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპული არჩევანი გააკეთეს.

ეს აქცია, მათი აზრით, გეგმით, მიზნით, უნდა გადაიზარდოს დესტაბილიზაციაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი გია ვოლსკი საუბრობს და აქციას “შინ ევროპისკენ” ეხმაურება.

ეს განცხადება, რომ არ შეასრულეს, დეოლიგარქიზაციის თემა მათთვის მიუღებელია, ეს არის თაღლითური განცხადებები იმის გასამართლებლად, თუ რატომ არის პოლიტიკური ნიშნით ჩამოყალიბებული პოზიცია, დაგეგმილი ეს აქცია, რომელიც მათი აზრით, მათი გეგმით, მათი მიზნით უნდა გადაიზარდოს დესტაბილიზაციაში. რასაკვირველია, აქციაზე უამრავი ხალხიმოვა ვინც ესე არ ფიქრობს და გულწეფელი დამოკიდებულება აქვს რათა ევროპას დაანახოს საზოგადოების ერთიანობა მაგრამ გამოკიტხვებიც იგივეს გვიჩვენებს საზოგადოების 85% არის ევროინტეგრაციის, სწრაფი ტემპით განვითარების მომხრე, – ამბობს ვოლსკი.
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას” ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ის აცხადებს, რომ შეკრების მიზანი ხელისუფლების შეცვლისკენ პირდაპირი მოწოდებაა.

პაპუაშვილის ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ დღეს აქციების და ხელისუფლების შეცვლის დრო არ არის და დროა მისცენ შესაძლებლობა სახელმწიფოს შექმნას ის პირობები, რომელიც ევროკომისიამ ქვეყანას წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის წაუყენა.

რაც შეეხება სპეცრაზმისა და პოლიციის მობილიზებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს გომელაურის უწყება იღებს.

დროებითი მთავრობა თუ რაღაც, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა. ალტერნატიული მთავრობების და მსგავსი საკითხების დასმა არის ჩამოშლის მცდელობა. სახელმწიფო არ ჩამოიშლება, რადგან შემდგარია ეს ქვეყანა და აქამდე რას აკეთებდა ეს ქვეყანა, ეს არის კითხვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტებს სურთ წარმოაჩინონ, რომ ქვეყანაში კრიზისია.

„რა კრიზისი, უნდათ წარმოაჩინონ, რომ არის კრიზისი. 2020 წელს რამდენიმე თვე იწვალეს, რომ კრიზისი წარმოეჩინათ, საბოლოო ჯამში, ხელოვნურად შექმნილი კრიზისიც განიმუხტა, სახელმწიფოც თავის ადგილზე დგას და ამ ხალხსაც წარმოდგენა არ უნდა საბოლოოდ, რომ ასეთი მარტივი სპეკულაციური დამოკიდებულებით სახელმწიფო არ იშლება, ქართული სახელმწიფო შედგა. ისვრიან ზოგადად ფრაზებს და არც ამტკიცებენ რაიმე არგუმენტებით, არც ცდილობენ, დაამტკიცონ. სასამართლოში ოთხი ტალღა გატარდა, ისინიც რომ ეთანხმებოდნენ ისეთ ცვლილებებზეა საუბარი. დღეს მიგვითითებენ კონსტიტუციის კონკრეტულ ჩანაწერზე, თითქოს მათ ჩაეწერათ, ჩვენ ჩავწერეთ და მათ მხარიც კი არ დაუჭირეს. დღეს აქეთ გვამუნათებენ. ყველაზე დიდი ბოროტებაა ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლის სხვადასხვა გზებით მცდელობები გქონდეს და ამას აკეთებდე მათ შორის, ადამიანების მოტყუების გზით და ისეთი რაღაცების საფუძველზე, რაც ობიექტურობასთან ახლოს არ არის. ამ დროს, თავად ყველაზე კარგად იციან, რომ ზოგ ევროპულ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსაც რაღაც კრიტერიუმებით ვუსწრებთ. ეს არის ძალიან საამაყო. ევროპულმა კომისიამ რა ვერ დაინახა და რა დაინახა, ეს ახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, გამოვიდა და თქვა, გეოგრაფია და ის, რომ უკრაინაში არის ომი. ჩვენ რომ ვსაუბრობდით, იქ რომ ომია, ამიტომ ხდება ბევრი რაღაც, ამაზე ისეთი ისეთი ნეგატიური ნიაღვარი მოდიოდა, კინაღამ შეგვაჩვენა ნახევარმა მედიამ. როდესაც მაკრონმა თქვა, მაშინ მისაღები იყო ყველასთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ევროკომისიის დასკვნას ოპოზიცია პოლარიზაციისთვის იყენებს.

„ამ შემთხვევაშიც ევროპული კომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური პოზიცია, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. თავიდანვე მარტივი სცენარი იყო მოაზრებული. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის, რა თქმა უნდა, ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში. თუმცა, ვერც არეულობის სცენარი და ვერც ომის სცენარი ვერ იქნება წარმატებული, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ რომ დღეს, 20 ივნისს, “გავრილოვის ღამის” სამი წლისთავზე, გაიმართება ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” დაგეგმა.

რამდენიმე დღის წინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას. მასში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი თამაშობს “დესტრუქციულ როლს” ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში და აქვს გავლენა “ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით”.

17 ივნისს კი, ცნობილი გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების შესახებ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები არიან ტელეკომპანია “ფორმულის” ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button