მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

რა გავლენას ახდენს COVID-19 სოფლის მეურნეობაზე

COVID-19-ის საქართველოს სოფლის მეურნეობაზე გავლენის შესაფასებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კვლევა ჩაატარა.

გამოკითხული ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენელთა 60% თანხმდება იმაზე, რომ ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების გაყიდვას, რადგან სასტუმრო-კაფე-რესტორნები დაიხურა.

გამოკითხული ფერმერების ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია უკვე გართულებულია. გარდა ამისა, რესპონდენტების 35 % ამბობს, რომ ახალი სესხის აღებაც გაძნელდება.

რა გავლენას ახდენს COVID-19 სოფლის მეურნეობაზე? – მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button