მნიშვნელოვანისიახლეები

რა გეგემები აქვს ოპოზიციას

რა გეგემები აქვს ოპოზიციას – “ნაციონალური მოძრაობა” კვირის ბოლომდე სამოქმედო გეგმას წარადგენს
ოპოზიციას მოქმედების სტრატეგია კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მათ სხვა პოლიტიკურ ძალებთან უკვე დაიწყეს კონსულტაციები.

მართველი გუნდის ოპონენტები ერთ-ერთ ძირითად საკითხად ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს განიხილავენ.

აქტიურ მოლაპარაკებებს ადასტურებენ “ლელოში” და აცხადებენ, რომ საერთო ინტერესებისთვის როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ქუჩის აქციებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
ოპოზიციის გეგმებს მმართველი გუნდიდან გამოეხმაურნენ და აღნიშნეს რომ
“ეს არის ოპოზიცია ქვეყნის მიმართ და არა “ქართული ოცნების”, ცდილობენ აჯანჯღარონ ქვეყანა”

“ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებით, მათი ოპონენტების მოთხოვნები არაკონსტიტუციურია და ის დაკმაყოფილებული არ იქნება.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიცია ქვეყანას უდგას ოპოზიციაში და არა “ქართულ ოცნებას”.

მმართველ გუნდში ოპოზიციის მოთხოვნებს არარეალისტურს უწოდებენ.

ოპოზიციიდან ბაჩო დოლიძის და გრიგოლ გეგელიას ხმა

მმართველი გუნდიდან მიხეილ სარჯველაძის და დავით მათიკაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button