“რა ინჟინრული ხერხით მოახდენენ იმას, რომ არ მოხდეს კანონმდებლობის დარღვევა, ჩვენი პრეროგატივა არ არის” – ტექსა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არაგეგმიურ შემოწმებას ჩაატარებს.
როგორც რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ სააგენტოს უფროსის მოადგილემ რატი ობოლაძემ განაცხადა, ბოლო ინსპექტირება შახტში გასული წლის ნოემბერში ჩატარდა და სააგენტომ არაერთი დარღვევა გამოავლინა, თუმცა მათ, კავშირი არ აქვთ საქნახშირის ხელმძღვანელის მიერ გავრცელებული ვერსიასთან ე.წ. ,,სამთო დარტყმის“ შესხებ.
გამოსწორდა თუ არა დაფიქსირებული დარღვევები, სააგენტოს ექვსი თვის თავზე, მაისში უნდა შეემოწმებინა.
,,რა ინჟინრული ხერხით მოახდენენ იმას, რომ არ მოხდეს კანონმდებლობის დარღვევა, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის“, – აღნიშნა რატი ობოლაძემ.
უბედური შემთხვევა ტყიბულში 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად, დაიღუპა 6 ადამიანი, სამი მუშა კი, დაშავდა.
მოისმინეთ რატი ობოლაძის ხმა.