მევენახეები დღეს გურჯაანში აღარ შეიკრიბნენ

მიუხედავად იმისა, რომ 14 სექტემბრის აქციაზე დაანონსეს, კახელი მევენახეები დღეს გურჯაანში აღარ ჩასულან.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეები სოფლის მეურნების მინისტრის პარლამენტში გამოსვლას ელოდებიან.

ოთარ დანელია საკანონმდებლო ორგანოში დღეს უნდა მივიდეს, სადაც რთველი 2015-ზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ილაპარაკებს.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტში დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე მევენახეების მოსმენაც იგეგმება, სადაც მმართველი გუნდი მათ ინფორმაციას წარუდგენს, რომელიც რთველთან დაკავშირებით მოიპოვეს.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ყურძნის ფასის განსაზღვრას ისინი ვერ შეძლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button