ბიზნესრევიუსაქართველოსიახლეები

რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას და როგორ გვეხმარება ამ დროს ბილობილი?

სარეკლამო მასალა

მეხსიერება ინფორმაციის დამახსოვებისა და აღდგენის უნარია, რომლის დაქვეითების ან დაკარგვის გამო, ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უარესდება და ადამიანი ზოგჯერ შრომისუუნაროც კი ხდება.

მეხსიერების პრობლემა ძირითადად 50 წელს ზემოთ ასაკში იჩენს თავს, თუმცა მას ხშირად 40 წლამდე ადამიანებიც უჩივიან.

რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას?

ადამიანის მეხსიერება პირდაპირ დამოკიდებულია თავის ტვინში მიმდინარე პროცესებზე. რაც უფრო უკეთ მარაგდება ტვინი საკვები ნივთიერებებით, მით უკეთ აღიქვამს და იმახსოვრებს ადამიანი ინფორმაციას. შესაბამისად, მეხსიერების დაქვეითების სერიოზულ მიზეზს წარმოადგენს: თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადებები; ტვინის დაზიანებები, ფსიქიკური დარღვევები, ალცჰეიმერის დაავადება, ეპილეფსია, დემენცია და სხვა.

გარდა ამისა, ექიმები აღნიშნავენ ზოგადი ტიპის ფაქტორებსაც, როგორებიცაა:

  • ზოგადი ტიპის ასთენია – რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ზედმეტი მუშაობით ან იმუნიტეტის დაქვეითებით;
  • ალკოჰოლისა და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება – მათი უარყოფითი გავლენა თავის ტვინზე იწვევს მასში სერიოზულ დაზიანებას, რაც თავის მხრივ მოქმედებს ადამიანის მეხსიერებაზე;
  • ასაკი – მეხსიერების დაქვეითება განსაკუთრებით შეინიშნება ხანდაზმულებში, ასაკთან დაკავშირებული გარკვეული ცვლილებების გამო;
  • მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
  • გუნება-განწყობილების ძლიერი დაქვეითება, დეპრესია;
  • ძლიერი სტრესი და სხვა.

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება?

თავის ტვინის აქტივობის აღსადგენად და მეხსიერების აღსადგენად გამოიყენება პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ თავის ტვინის  ნერვული უჯრედების კვდომის პროცესის შეჩერება. სწორედ ეს მოქმედება გააჩნია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ხშირად დანიშნვად პრეპარატ ბილობილს, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.

რისგან შედგება ბილობილი?

ბილობილი მცენარეული პრეპარატია, რომლის ერთი კაფსულა შეიცავს 120 მგ გინკო ბილობას ფოთლების მშრალ ექსტრაქტს, 26.4 – 32.4 მგ ფლავონურ გლიკოზიდს, 3.36 – 4.08 მგ A, B, C გინკგოლიდებს, 3.12 – 3.84 მგ ბილობალიდს.

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის (მაისის) სახამებელი, ტალკი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო და მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსი შეიცავს: რკინის შავ, წითელ და ყვითელ ოქსიდებს, ტიტანის დიოქსიდს და ჟელატინს.

რა შემთხვევაში გამოიყენება ბილობილი?

ბილობილი ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობისათვის შემდეგი შემთხვევის დროს:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და თავის ტვინის ფუნქციის დარღვევები (დემენციის სინდრომი პირველადი დეგენერაციული დემენციის, სისხლძარღვოვანი დემენციის ან შერეული ფორმის დროს), რაც გამოიხატება მეხსიერებისა და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითებით, თავბრუხვევით, ყურებში ხმაურით, თავის ტკივილით, ძილის დარღვევით, აპათიითა და საერთო სისუსტით;
  • კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადია, შემდეგი გამოვლინებებით: ტკივილი სიარულის დროს, დაბუჟება, სიცივის შეგრძნება და ჩხვლეტა კიდურებში.
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა;
  • ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
  • დიაბეტური რეტინოპათია.

 როგორ უნდა მიიღოთ ბილობილი – დოზები და ხანგრძლივობა

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევისა და ფუნქციის დარღვევების დროს: უნდა მიიღოთ 1 კაფსულა ბილობილი 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს.

კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის საწყისი სტადიისას რეკომენდირებულია 1 კაფსულის მიღება დღეში 1-ჯერ, სასურველია დილით.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით, დამოუკიდებლად საკვების მიღებისა.

როგორც წესი, პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება მკურნალობის დაწყებიდან ერთ თვეში. თუმცა ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად, (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), მკურნალობის კურსის ხანგრძლივობამ სულ მცირე 3 თვე უნდა შეადგინოს.

განმეორებითი კურსის საჭიროება მკურნალმა ექიმმა უნდა დაადგინოს.

ვისთვის არ შეიძლება ბილობილის მიღება?

პრეპარატის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც  მომატებული მგრძნობელობა აქვთ გინკგოს ექსტრაქტის ან ბილობილის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.

ასევე, ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ: გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევა, ლაქტოზური უკმარისობა და გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევები, სისხლის შედედების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ტვინში სისხლის მიმქცევის სერიოზული დარღვევები.

ბილობილის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში, რადგან არ არსებობს ზუსტი მონაცემები ამ ჯგუფებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა პრეპარატმა გამოიწვიოს

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ბილობილმაც შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებია გამოვლინდეს:

  • თავის ტკივილი;
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევები;
  • ალერგიული რეაქციები კანის მხრივ (ქავილი, გაწითლება, შეშუპება).

მძიმე გვერდითი მოვლენების, ან ისეთი ნიშნების განვითარების შესახებ, რომლებიც ანოტაციაში აღნიშნული არ არის, აუცილებლად მკურნალ ექიმს უნდა შეატყობინოთ.

შეიძლება თუ არა ბილობილის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად?

ბილობილის ზოგიერთ მედიკამენტთან ერთად მიღება რეკომენდირებული არ არის. მაგალითად:

არ შეიძლება მისი მიღება სისხლის შედედების საპროფილაქტიკო პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა: კუმარინული ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რადგან ამ პრეპარატებით ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენების განვითარების რისკი.

ასევე სიფრთხილით უნდა მიიღოთ ბილობილი ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან (მაგალითად. ვალპროატი, ფენიტოინი) ერთად, რადგან მათი ერთობლივი მიღებისას იზრდება ეპილეფიის შეტევების განვითარების რისკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button