რა ხმაურია, რა უბედურებაა – თავმჯდომარის მიმართვა წევრებს
რა ხმაურია, რა უბედურებაა, ბაზარში ხომ არ ვართ?! – ამ სიტყვებით მიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძემ საკრებლოს წევრებს. ხმაური სხდომაზე ერთ-ერთი საკითხის განხილვას მოჰყვა.
საკრებულოს თავმჯდომარემ წევრებს სხდომაზე ქცევის კულტურა დაუწუნა და მიმართა, რომ შეხვედრას მედია აშუქებდა და ისე მოქცეულიყვნენ, რომ საზოგადოებას საკრებულო “ბაზრად” არ აღექვა.
გოდერძი ბარბაქაძე_ხმა