რა კითხვებს სვამს ადვოკატი ლექსო ლაშქარავას საქმეზე
ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატისთვის,ბექა თაკალნაძისთვის, გაუგებარია, თუ რატომ გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალა იმის ფონზე, როცა საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა მოპოვებული არ არის. ასევე კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით,თუ როგორ მოახერხა შსს-მ 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში.
„გავრცელებულ ვიდეოებზე შსს ამბობს, რომ სხვადასხვა კერძო დაწესებულებებიდან ამოღებული ვიდეოებია და მოწმეთა ჩვენებებით მოხდა მარშრუტის აგება, თუმცა, ეს საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, საქმეში რა არის, დეტალურად არ ვიცი.
გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ვიდეოების ამ ფორმით გავრცელება, როცა ჯერ კიდევ ამ საკითხებზე ექსპერტიზები მიღებული არ არის. ვთქვათ, პირველი დაკვირვებით, ნარკოტიკული ნივთიერებები იყო ორგანიზმში, რას ნიშნავს ეს, რომ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი? ეს ხომ კომპლექსურად უნდა გახდეს შეფასების საგანი? ასე ზედაპირულად, ცალმხრივად რაღაც საკითხები არ უნდა იყოს შეფასებული, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, შედეგებს უნდა დაველოდოთ და ასე ცალმხრივად ინფორმაციები არ უნდა ვრცელდებოდეს”,განაცხადა ბექა თაკალნაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა გარდაცვლილის სახლიდან ცხედრის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას და იმ ფორმას, როგორც ეს განხორციელდა.
„ექსპერტიზის ჩატარებას სისხლის სამართლის კოდექსით, საპროცესო ნორმით გათვალისწინებული წესი აქვს, რა ფორმითაც ის შეიძლება განხორციელდეს, ჩემთვისაც საეჭვოა, ასე მალე რატომ მოხდა ცხედრის გადასვენება, როცა ოჯახის წვერებმა უთხრეს, რომ ადვოკატი მოდიოდა და ეს პროცედურა მაინც უცებ, ისე, მოხდა, ადვოკატი ვერ დაესწრო. გამომძიებლის დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა, თუმცა, ცხედრის ასე და ამ ფორმით გადაყვანა აბსოლუტურად გაუგებარია, მისივე თქმით, საქმეში ჩაერთვებიან თუ არა უცხოელი ექსპერტები, ამასთან დაკავშირებით, ლაშქარავას ოჯახის წევრებთან არ უსაუბრია.
თაკალანძის განმარტებით, ექსპერტიზის ფარგლებში პასუხი უნდა გაეცეს იმას, თუ რამ გამოიწვია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 5 ივლისს მიყენებულ დაზიანებებსა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი.
“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლაშქარავას ჟურნალისტთან ერთად 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ.
“მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ დაგმოს ძალადობა. მისი ადგილი არაა დემოკრატიაში”
ლექსო ლაშქარავას დედა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობას უცხადებს
შსს – ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები