მნიშვნელოვანისაქართველო

რა პასუხები მიიღეს შეკითხვებზე მაჩალიკაშვილებმა პროკურორისგან

დღეს, 2 თბერვალას თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მთავარ პროკურორს შორის ორ საათიანი შეხვედრა შედგა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან თბილისში იმყოფებოდა. შეხვედრას დაესწრნენ 19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები და ადვოკატი. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და დამ კომენტარი არ გააკეთა.

შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა მარიამ კიბლაშვილმა თქვა, მათ კონკრეტული პასუხები არ მიუღიათ მთავარ პროკურორთან გასაუბრების დროს.

ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ბრალდების მხარემ ისინი დაზარალებულად ცნოს, თუმცა, პროკურატურაში უპასუხეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ადვოკატისვე განცხადებით, პროკურატურა ექსპერტიზის პასუხებს ელოდება და ამ სტატუსს გამოძიების განმავლობაში მაჩალიკაშვილების ოჯახი ვერ მიიღებს.

ოჯახის კიდევ ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სპეცრაზმელების დასჯაზე, მთავარმა პროკურორმა პასუხად აღნიშნა, რომ ისინი უნდა დაელოდონ გამოძიების შედეგებს.

მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებთან ერთად შეხვედრას თბილისის პროკურორიც ესწრებოდა, რადგან სწორედ თბილისის პროკურატურა იძიებს სპეცრაზმელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საკითხს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს კიდევ 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

მსგავსი პოსტები

Back to top button