რა პირობას დებს NASA?

NASA -ს მთავარი სამეცნიერო მრჩეველი ელენ სტოფანი აცხადებს, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში, კაცობრიობა მოახერხებს იმას, რომ სხვა პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინოს.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, ხოლო 20-30 წლის განმავლობაში კი უცხოპლანეტელების არსებობაც ოფიციალურად დადასტურდება.

მეცნიერთა თქმით, მკვლევარები იყენებენ ამ დროისათვის ყველა არსებულ ტექნოლოგიასა და ცოდნას, და სხვა პლანეტაზე სიცოცხლის ძებნის ”ექსპედიცია” მალე წარმატებით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ადრე მეცნიერებმა განაცხადეს, რომ თუ კი სხვა პლანეტაზე სიცოცხლის ნიშნები დაფიქსირდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მიკრობები იქნება.

იმისათვის, რომ კვლევა გაიოლდეს ამერიკელმა და გერმანელმა მიკრობიოლოგებმა მიკროორგანიზმების სპეციალური ბაზა შექმნეს.

მეცნიერებმა ბაზაში სულ 137 სახეობის ბაქტერიის თავმოყრა მოახერხეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button