მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა პირობებში აღმოჩნდნენ გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ჯანდაცვის მინისტრს და გერმანიის ელჩს მიმართავს, დაინტერესდნენ სეზონურად დასაქმების მიზნით გერმანიაში წასული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით

დაინტერესბის თხოვნით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ჯანდაცვის მინისტრს და გერმანიის ელჩს მიმართავს

პროფკავშირების ინფორმაციით, 24 მოქალაქე უმძიმეს პირობებში მუშაობს და ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებს:

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან“.

პროფკავშირების გაერთიანება გერმანიის ელჩსიგან და ჯანდაცვის მინისტრისგან საკითხის დროულ შესწავლას ითხოვს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გერმანიაში დასაქმებულ ქართველებთან დაკავშირებით მედიაში, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ იმ ჯგუფის პირობები გაუმჯობესდება, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა დამსაქმებელთან. სააგენტო ამბობს, რომ ეს ინფორმაცია გერმანიის დასაქმების სააგენტოსგან მიიღეს “ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად”.

“დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, თავისი კომპეტენციის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სრულად იზიარებს წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან. ისე როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას.

გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში,

შეგახსენებთ , გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ 3 თვით, დროებით ლეგალურად დასაქმდნენ

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 – 10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის გავლა მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button