მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რა პირობებზე შეთანხმდენენ “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეები და ხელისუფლება

„ნამოხვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება, სამ ძირითად საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი და მათი განხილვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია და ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული გეგმის პროექტის საფუძველზე ღია მსჯელობა საქართველოს მომავალ ენერგოუსაფრთხოებაზე.

მოლაპარაკების შუამავალი, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი დირკ ბუშლე ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ ზომად მიიჩნევს რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციას.
ბუშლეს განცხადებით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და ხეობაში შესვლა ისევ შესაძლებელი უნდა იყოს, ისევე, როგორც ჯებირის ორივე მხარეს ადამიანების და საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მედიატორის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღსადგენად და შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, რაც შესაძლებელს გახდის მედიაციის პროცესის გაგრძელებას.

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს 7 თვეზე მეტია მართავენ და მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button