მნიშვნელოვანისაქართველო

რა პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს გახმაურებულ საქმეებზე

ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ სამი არხის – “იმედის”, “რუსთავი 2”-ისა და “ტვ პირველის” პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცა.

ყოფილი პრემიერი საზოგადოებისგან ერთ წლიან ვადას ითხოვს – ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ”ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.”
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს ქვეყანაში ვითარება – სიტყვისა და მედიის თავისუფლების მხრივ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდა. ივანიშვილი ერთ წლიან პერიოდს მისი გუნდის კიდევ უფრო გასაძლიერებლად ითხოვს.

“რუსთავი 2,”-თან ერთად ყოფილმა პრემიერმა სამოქალაქო სექტორიც გააკრიტიკა.

“კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” შფოთვას ვერ გავიზიარებ”, – ამის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კოსმეტიკური და სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დარწმუნდებიან, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, „ქართული ოცნების“ გუნდი საზოგადოების წინააღმდეგ არ წავა.

კოალიცია”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სიცრუის გამავრცელებელი უწოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და განაცხადა, რომ ამ ტელევიზიამ მძევლად აიყვანა მოსახლეობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button