რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეში

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმთავრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

წირვის დაწყებამდე, ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე წაიკითხა.

10-გვერდიან მიმართვაში ილია მეორე მრევლს ახსენებს ლოცვის მოვალეობას, აქცენტს აკეთებს უცენზურო გამოთქმების ტირაჟირებაზე, მშობლების შეურაცხყოფასა და კატეგორიულ აზროვნებაზე. პატრიარქი მრევლს ერთმანეთის მოსმენისა და კატეგორიულ აზროვნებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

პატრიარქი ეპისტოლეში ოჯახის სიმტკიცის მნიშვნელობასა და მისი რღვევის მიზეზებზეც საუბრობს. ილია მეორე ხაზს უსვამს მშობლების მიმართ შვილების პატივისცემის აუცილებლობას. „ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ სძულს ცოდვა“, – აღნიშნავს პატრიარქი.

საზეიმო ღვთისმახურების შემდეგ, ილია მეორემ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა ქადაგებისას დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამების საკათედრო ტაძარში პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერი, დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები დაესწრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button