მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა შემთხვევაში მოაწერს ხელს “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმების დოკუმენტს

მოაწერს თუ არა ხელს ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელს შეთანხმების დოკუმენტს, დამოკიდებულია იმაზე, რა სახით იქნება მიღებული ამნისტიის შესახებ კანონი. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„დარბაზში უმრავლესობის მხრიდან პრეტენზია გამოითქვა, თუ რატომ არ ვაწერთ ხელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია” ბლოკის სახით იმ დოკუმენტს, რომელიც დღეს საფუძვლად უნდა დასდებოდა ამნისტიის შესახებ კანონს, მაგრამ არა იმ რედაქციით, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი… ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებული დოკუმენტი არის წარმოდგენილი და სწორედ ამიტომაც ვერ მოვაწერთ ხელს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოიკოტი შეწყვიტა და მეათე მოწვევის პარლამენტის სამუშაო პროცესში ჩაერთო, თუმცა პარტია ამ დრომდე უარს ამბობს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button