კრიმინალი

რა შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს საწვავი

„ერთადერთი თეორიული ბერკეტი, რამაც შეიძლება მოახდინოს საწვავზე ფასების გარკვეული დასტაბილურება, ე.წ. „მცურავი“ აქციზის გადასახადის შემოღებაა, რაც ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევა/აწევის შესაბამისად, აქციზის გადასახადის ავტომატურ კორექტირებას გულისხმობს“, – ამის შესახებ “ბიზნესრევიუს”  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განუცხადეს. ორგანიზაციაში განმარტავენ საწვავის გაძვირების მიზეზსაც.

მათი ინფორმაციით, ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, ავტომატურად საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე გაიზარდა. S&P Global Platts-ის მიხედვით, ბენზინის ფასი 1 სექტემბრიდან დღემდე დაახლოებით 61.25 დოლარით/ტონაზე ანუ 8.8%-ით გაიზარდა და ტონაზე 760.25 დოლარი შეადგინა. ხოლო დიზელის საწვავის ფასი დაახლოებით 124.5დოლარით/ტონაზე ანუ 21%-ით გაიზარდა და 717 დოლარი შეადგინა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ავტოგასამართ სადგურებზე მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან დღემდე საწვავის ფასები საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით (3-4%-ით) გაიზარდა.

მათივე ცნობით, საქართველოს ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ბაზარზე ოპერირებს 30-მდე იმპორტიორი კომპანია, ფუნქციონირებს 1 300-მდე ავტოგასამართი სადგური, რომელთაგან დაახლოებით 700 ერთეული ე.წ. არაბრენდირებული ავტოგასამართი სადგურია.

„საწვავის ბაზარზე წარმოდგენილია ძალიან ბევრი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი კომპანია განსხვავებული ფასებით, პროდუქციის განსხვავებული ხარისხით, მომსახურების სერვისით. შესაბამისად, მომხმარებელს აქვს ძალიან დიდი არჩევანი“, – აცხადებენ იმპორტიორთა კავშირში.

მსგავსი პოსტები

Back to top button