მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა შემთხვევაშია საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზაცია „დელტას“ შტამის დროს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი „დელტა“ შტამისა და კორონავირუსის სხვა ვერსიების განსხვავებაზე საუბრობს და განმარტავს რა შემთხვევაშია საჭირო პაციენტის ჰოსპიტალიზაცია.

“საფრთხის მომცემია ეს სახეობა, რომელსაც ე.წ. ინდურ შტამს ვუწოდებთ. ის არ განსხვავდება COVID-19-ის დაავადების სიმპტომატიკით. ჩვენს ქვეყანაშიც მოხდა ვირუსის ამ სახეობის იდენტიფიცირება.

ერთადერთი განსხვავება იმაშია, რომ თუ მანამდე ვიძახდით, ვირუსი ასაკდამოკიდებულია და ქრონიკულ დაავადებასთან არის შეჭიდული, ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები.

ცხელება იწვევს ორგანიზმში გაუწყლოებას და მსგავს შემთხვევაში, როგორი ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია” – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, “დელტა” ვარიანტი გამოწვეული Covid-19-ის შემთხვევები პირველად დასავლეთ ინდოეთის შტატში 2020 წლის ოქტომბერში აღმოაჩინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button