მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

ხვალიდან შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. 8 ივნისიდან ცვლილება შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებსა და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით:

8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ხვალიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილებას შეეძლებენ უკვე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები თუ ავტობუსები. სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა კვლავ აკრძალული დარჩება.

ასევე, ორშაბათიდან რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button