მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა პრეზენტაციაზე განაცხადა და საკრებულოს სია და მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა.

“მე ამ ქალაქში დავიბადე, თბილისში გავიზარდე, მე ამ ქალაქის სისხლი და ხორცი ვარ და ბევრზე უკეთ ვიცი, რა სჭირდება ამ ქალაქს და ისიც მესმის, რომ ამ ქალაქს დღეს ყველაზე მეტად ღირსების და სამართლიანობის შენარჩუნება სჭირდება, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან დაცლილი, სამართლიანი გარემო სჭირდება. ამ ქალაქს სჭირდება დიდი ამბიციები, რომ გახდეს რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მეგაპოლისი.
ამ ქალაქს სჭრიდება მეგაპროექტები და ჩვენ კონკრეტულ გეგმას შევთავაზებთ თბილისელებს, როგორ უნდა გახდეს თბილისი პირველი მეგაპოლისი ჩვენს დიდ რეგიონში. თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობსითვის ბრძოლაში”. – აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” მთავრობის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებს შორის. 29 მაისს, გახარიამ დააფუძნა პარტია „საქართველოსთვის“.
2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციის ძალით დაშლისას გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button