რამდენიმე პარტია რეგისტრაციიდან მოიხსნა

მრეწველები, ეროვნულ დემოკრატიული პარტია და კიდევ რამდენიმე სხვა გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

საბოლოო გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამოაცხადა.

განკარგულებაში საარჩევნო ადმინისტრაცია გადაწყვეტილების მიზეზებსაც განმარტავს.

ცეკოს-ს ხელმძღვანელის განკარგულების მიხედვით, მრეწველების რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი არასრულყოფილი სიის წარდგენაა.

ასევე რეგისტრაციიდან მოხსნილები არიან ცენტრისტები, ვალერი კვარაცხელია სოციალისტები, ამ პარტიების შემთხვევაში სახელდება არაუფლებამოსილი პირის მხრიდან წარდგენილი დოკუმენტაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button