რა სცენარით წარიმართება მუშაობა, მიმდინარე კვირა ცხდაყოფს-თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე
კოვიდის მართვაში ჩართულია ჯანდაცვის სისტემის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. რა სცენარით წარიმართება მუშაობა, ამას მიმდინარე კვირა ცხდაყოფს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა,
„ჰოსპიტალურ სექტორში მწვავე მოვლის საწოლი ქვეყანაში არის 12 ათასი, აქედან 8 ათასი საწოლი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენით კოვიდის მიზნებისთვის. დღეს ვიყენებთ 6 ათას საწოლს, 2 ათასი საწოლის რეზერვი ჯერ კიდეც არსებობს, მისი მობილიზაცია თუ დავგჭირდება ამას ჩვენ გამოვიყენებთ. რაც შეეხება საველე ჰოპიტალს ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა მიმართულებით წავა ეპიდემიის განვითარება.
თეორიულად ეს მოდელი შესაძლებელია, ამისი მზაობა არის. პროგნოზები არის არაერთგვაროვანი ზოგიერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის პროგნოზით, მაგალითად ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის შესაბამისად, ჩვენ უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. არის სხვა პროგნოზი, რომელიც ჯერჯერობით პიკს არ ასახელებს და უფრო მეტი ზრდა შესაძლოა იყოს მოსალოდნელი. ამდენად ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული იმისთვის, რომ ჩვენ შევხედოთ რა მიმართულებას მიიღებს ეპიდემიის გარცელება“,- განაცახდა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.