მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
რა თქმა უნდა ქართული ეკლესია იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგი-გახარია
ყოფილი პრემიერ-მინიტსრი გიორგი გახარია 5 ივლისს მომხდარ ძალადობაში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავს
“ვინმეს თუ ეგონა, ვინმე გონიერი ადამიანი თუ უშვებდა, რომ ქართული ეკლესია რადიკალურად არ იქნებოდა „პრაიდის“ წინააღმდეგი, ამ ადამიანს წარმოდგენა არ აქვს არც საქართველოზე და არც ქართულ ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, ქართული ეკლესია იყო და იქნება „პრაიდის“ წინააღმდეგი, მაგრამ ესეც გამოხატვის თავისუფლებაა და ესეც მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
ქართული ეკლესია ვნახეთ, პირველ რიგში, რითი დაზიანდა – აი, ამ ფიზიკური ძალადობით, პირველ რიგში დაზიანდა ქართული ეკლესია, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო, ქართული პოლიცია“, – განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ზუგდიდში, სადაც პირველი რეგიონული ოფისი გახსნა.