მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

რა ვალდებულებებს ახსენებენ ევროპარლამენტარები ქართველ დეპუტატებს

5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარალამენტარები ქართველ დეპუტატებთან ერთად ონლაინ კონფერენციაზე მსჯელობენ

“ყველამ ვნახეთ ის ძალადობრივი თავდასხმები 5 ივლისს. აუცილებელია განსხვავებული აზრების კონსესუსი მოხდეს მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით. ეს აუცილებელია მოხდეს ყველა დონეზე იქნება ეს სახელისუფლებო, თუ საზოგადოებრივი. საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს და იქნება ღია კომპრომისი. ეს იქნება ფუნდამენტური ნაბიჯი ევროპული გზისკენ,”- ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ონლაინ კონფერენციაზე აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ გამოვლენილი აგრესიისა და ძალადობის უკან რუსული ძალები დგანან. კახა კუჭავამ ასევე აღნიშნა, რომ ყველა პირი, ვინც 5 ივლისის ღამეს მონაწილეობდა ძალადობრივ პროცესებში, ყველა იქნება ამოცნობილი და სათანადოდ დასჯილი.

“რაც უფრო უახლოვდება საქართველო ევროპას მით უფრო აგრესიული ხდება ძალები, რომელსაც არ სურთ მისი წარმატება. გვახსოვს 5 ივლისი, რაც სამწუხარო გზით დასრულდა. ჩვენ ვნახეთ აგრესია და ძალადობა, გვჯერა რომ მომხდარის უკან რუსული ძალები დგანან. ამ ძალებს სურს, რომ საქართველო ვერ დაუახლოვდეს ევროპას. ამ საქმეზე დავაკავეთ ადამიანები.

ჩვენ ვგლოვობთ ლექსო ლაშქარავას, ოპერატორს რომელიც ამ ძალადობის დროს დაშავდა. გამოძიება გრძელდება, საზოგადოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დეტალებით. საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი. ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ძალადობა ვერ იქნება შეწყნარებული. ყველა პირი, ვინც ამ სამარცხვინო ძალადობაში მონაწილეობდა, იქნება ამოცნობილი და სათანადოდ დასჯილი,”- განმარტავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

5 ივლისს დილიდან სასულიერო პირები საპატრიარქოს ორგანიზებით და მოძალადე ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს დაესხნენ მედიას

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 55 პირზე იძალადეს, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.

5 ივლისის მოძალადე ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს გარდაიცვალა. ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა მას სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ოპარაციების ჩატარების შემდეგ ის სახლში გაწერეს, რამდენიმე დღეში კი დედამ გარდაცვლილი იპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button