მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რადას დეპუტატმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?- ასე გამოეხმაურა უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციების დაწესება საქართველოს უფრო მეტად დააზიანებს.

რადას დეპუტატის თქმით, ყველაზე გამაოგნებელი, საქართველოს პრემიერის განცხადება იყო, რომ უკრაინაში სოლიდარობის ნიშნად ვერ ჩავა, „რადგან უკრაინის თავზე ცა დაკეტილია“.

მან საქართველოს მოსახლეობას მიმართა, რამდენად მოსწონთ მთავრობის მეთაურის ეს განცხადებები.

„საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომი აიკიდეთ ?

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სანქციების დაწესება მის ქვეყანას ბევრად მეტ ზიანს მოუტანს. ამისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასაც კი არ აპირებს. მაგრამ ყველაზე მეტად გამაოგნებელია პასუხი მარტივ კითხვაზე: აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად ვიზიტს კიევში. პრემიერი აცხადებს, რომ ახლა უკრაინის თავზე ცა დაკეტილია.

არაუშავს ირაკლი, როცა ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედრო თვითმფრინავების ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია არსადაც აღარ წახვიდე.

ქართველებო, ძმებო, როგორ მოგწონთ ეს? ნუთუ დაგავიწყდათ, როგორ ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როდესაც 2008 წელს თბილისისკენ ტანკები მოემართებოდნენ? ამას მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?“- განაცხადა გონჩარენკომ.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგამ საქართველოს ხელისუფლებას  2008 წელს უკრაინის და პოლონეთის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა და პრეზიდენტების თბილისში ჩამოსვლა გაახსენა. ფოტიგა ამბობს, რომ უკრაინას ახლა მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება.

მე მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას,  რომ როდესაც თბილისს დაემუქრა რუსეთის საფრთხე, რეგიონის ლიდერები ლეხ კაჩინსკი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ჩამოვიდნენ თბილისში მხარდასაჭერად. ნამდვილად ვერ განვსჯი სახელმწიფოს ინტერესებს უბრალოდ ვაჩვენებთ ჩვენ დამოკიდებულებას. უკრაინა იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ერთ-ერთი ასპექტი სოლიდარობისა არის სანქციები, რუსეთს არ სურს დიპლომატიური საუბრის მოსმენა. როდესაც სოლიდარობის ჩვენება ჩვენი ვალდებულებაა”, – თქვა ანა ფოტიგამ.

ფოტიგას თქმით, რუსეთის აგრესია ყველა მოსალოდნელ პროგნოზს გასცდა და სრულმასშტაბიან აგრესიაში გადაიზარდა.

შეგახსენებთ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ კიევში ჩასვლას არ აპირებს.

მისივე თქმით, უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემია.

მსგავსი პოსტები

Back to top button