რადიო “აფხაზეთის ხმას”ლიცენზია შეუჩერდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ (რადიო აფხაზეთის ხმა) “განცხადების საფუძველზე, კომპანიის კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B102 ლიცენზია გააუქმა და კომისიის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა” – ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე.

“აფხაზეთის ხმამ” კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია კომისიის 2008 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიიღო და მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით იყო განსაზღვრული, თუმცა, კომპანიის განცხადებით,  ააიპ ”კავშირი მედია ცენტრის ღია აფხაზეთისათვის“ გარკვეული პრობლემების გამო ვერ უზრუნველყოფდა პრაქტიკულ საქმიანობას განხორციელებას, რის გამოც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება მოითხოვა – აცხადებენ კომისიაში.

მედია ჰოლდინგი საქართველოში ფლობს 3 რადიოსადგურს: “აფხაზეთის ხმა”, “დარდი-მანდი”, “შანსონი”, ტელეკომპანიებს: “აფხაზეთის ხმა” და “დარდი მანდი”

“აღნიშნული ლიცენზიით განსაზღვრული იყო ბათუმიდან მაუწყებლობა” – აცხადებს კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხატია ყურაშვილი. მოუსმინეთ კომენტარს:

მსგავსი პოსტები

Back to top button