მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა

პირველი აპრილიდან რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. უკრაინა საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებდა დაებლოკათ აღნიშნული ნაბიჯი.

ეს ნიშნავს, რომ ახლა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერია გაცემული. მოსალოდნელია, რომ რამდენიმე სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

საბჭოს 15 წევრიდან თითოეული მონაცვლეობით ერთი თვით იკავებს თავმჯდომარის სკამს. ბოლოს რუსეთი თავმჯდომარე 2022 წლის თებერვალში იყო, როდესაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო.

უკრაინის მოწოდებების მიუხედავად აშშ-მა განაცხადა, რომ რუსეთს – საბჭოს მუდმივ წევრს – ხელს ვერ შეუშლიან, გახდეს თავმჯდომარე.

როლი ძირითადად პროცედურულია, მაგრამ რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ გამოცემა TASS-ს განუცხადა, რომ რამდენიმე დებატის ზედამხედველობას გეგმავს, მათ შორის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ რუსეთის თავმჯდომარემ ყველაზე ცუდი საპირველაპრილო ხუმრობა უწოდა. მისივე თქმით, ეს არის შეხსენება იმისა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო არქიტექტურას “რაღაც სჭირს”.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარება საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე დაფუძნებულ სისტემაზე დარტყმას ნიშნავს.

„ეს არის არა მხოლოდ სირცხვილი, ეს არის კიდევ ერთი სიმბოლური დარტყმა საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე დაფუძნებულ სისტემაზე“, – წერს ერმაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთმა თავმჯდომარეობა გადაიბარა. საბჭოს 15 წევრიდან თითოეული თავმჯდომარეობას ერთი თვით, მონაცვლეობით იკავებს. რუსეთი ბოლოს თავმჯდომარე ქვეყანა 2022 წლის თებერვალში იყო. 24 თებერვალს მან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button