“მედია ჯი”-ს რედაქტორი გამოძიების დაწყებას ითხოვს [Audio]

ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე ინტერნეტ გამოცემა “მედია ჯის” რედაქტორი პროკურატურას მიმართავს.

დავით მჭედლიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს.  მჭედლიძის განცხადებით, რუსთავში ის ერთ-ერთ ქუჩაზე კონფლიქტური სიტუაციის გასაშუქებლად მივიდა.

ადგილზე მას კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ის ოთახიდან გააძევა, რის შემდეგაც მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  მჭედლიძის აზრით, მომხდარში  სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

სარჩელი მჭედლიძეს საია-ს რუსთავის ოფისმა მოუმზადა.  სასარჩელო განცხადება ჟურნალისტმა პროკურატურაში უკვე შეიტანა.
მოუსმინეთ ჟურნალისტის დავით მჭედლიძის და იურისტის ეკა ფავლენიშვილის კომენტარს

წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button