მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილისა და ჩიტაძის ქუჩებზე რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა გამოჩნდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.

სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე პარლამენტის ეზოშიც.
მანამდე, შსს-მ აქციის მონაწილეები განცხადებით გააფრთხილა: “აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს შესასვლელების ბლოკირება”.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის ყველა შესასვლელთან გამოხატავენ პროტესტს.

გარდა ამისა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელების მხრიდან არანაირი ძალადობა არ ყოფილა.

გოგა მემანიშვილის თქმით, იმისთვის, რომ არ მოხდეს პარლამენტის შენობის პიკეტირება, პოლიცია სწორედ ამიტომ არის მობილიზებული.

„მე რაც ვნახე აქ – მოქალაქეები ძალადობენ პოლიციელებზე.

ვინ მიიღო ფიზიკური დაზიანება? აქციის მონაწილეებს ვხედავ, მაგრამ პოლიციელების მხრიდან არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. აქ რომ არ მოხდეს შენობის [პარლამენტის] პიკეტირება, მაგიტომ ვდგავართ აქ“, – აღნიშნა მემანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ჭიჭინაძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. სამართალდამცველები ცდლობდნენ, პარლამენტის შესასვლელი გაათავისუფლონ აქციის მონაწილეებისაგნ, რასაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button