მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო 24 საათში დონბასში ოკუპანტებმა 12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 232 ბავშვია დაღუპული

ბოლო 24 საათში დონბასში ოკუპანტებმა 12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. მშვიდობიანი მოსახლეობას რუსი სამხედროები ტანკებით, გრადებით და ავიაციით უტევდნენ. იერიშების შემდეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, დანგრეულია შენობები.

დონეცკის პოლიციის ცნობით, დანგრეული 58 სამოქალაქო ობიექტი. არსებული ინფორმაციით, მტერმა ბახმუტს, სოლდერს, ავდეევკას, სვიატოგორსკს, ნიკოლაევკას, ტორეცკს, ზალიზნოეს, რეიგოროდოკს, ლასტოჩკინოს, პერვომაისკოეს, იაროვაიას და სოლს შეუტიეს

ამასათან რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 232 ბავშვია დაღუპული, 430 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა ➡დონეცკის ოლქში – 145

➡კიევის ოლქში – 116

➡ხარკოვის ოლქში – 102

➡ჩერნიგოვის ოლქში – 68

➡ხერსონის ოლქში – 48

➡ლუგანსკის ოლქში – 48

➡ნიკოლაევის ოლქში – 45

➡ზაპოროჟიეს ოლქში – 28

➡სუმის ოლქში – 17

➡დედაქალაქში – 16

➡ჟიტომირის ოლქში – 15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 837 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 172 მთლიანად განადგურებულია.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button