ეკონომიკამნიშვნელოვანისიახლეები

გლდანში გზის ჩავარდნის გამო კალაძემ აუდიტის სამსახურს მიმართა

გლდანში, ახლადრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საფარის ჩანგრევის გამო დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა. კალაძის თქმით, უნდა შემოწმდეს როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია.

„მეც მაქვს ასევე ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. ეს გამოწვეული იყო წყალუხვობით, თუმცა, ესეც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, რომ ნაგვით გადავსება არ მოხდეს. შეიძლება უფრო დიდი ცხაურების დაყენება იყოს საჭირო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ მართალია გზების რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა, სანიაღვრე სისტემების მხრივ პრობლემები რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები მიკრორაიონებში ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე, სადაც არანაირი სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და თუ არსებობს, მოძველებულია და გამტარუნარიანობა არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დღესვე დაიწყოთ დაპროექტება და სამუშაოების განხორციელება ამ ქუჩებზე ეტაპობრივად. ეზოებშიც სრული კატასტროფა გვაქვს. შესაბამისად, გამგეობასაც მინდა დავავალო, რომ ყველა პროექტის განხორციელებისას აუცილებელია სანიაღვრე სისტემების მოწყობა, მოწესრიგება, რომ ეზოები არ დაიტბოროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button