მნიშვნელოვანისიახლეები

პრემიერ მინისტრის გამოსვლად სხდომათა დარბაზში ხმაური მოყვა

პრემიერ მინისტრის პირველივე ფრაზას სხდომათა დარბაზში ხმაური მოყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკუთარი უკმაყოფილება შეძახილებით გამოხატეს. ვითარების განსამუხტად, პარლამენტის თავმჯდომარეს მანდატურების დახმარება დასჭირდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ხმაური გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვის დასაწყისმა, როდესაც მან თქვა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და “გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი“.

საქართველოს უნდა მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად – ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოში გააჟღერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც განმარტა, თუ რატომ მიიღო რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით უკრაინამ და მოლდოვამ საქართველოსგან განსხვავებით წევრობის სტატუსის რეკომენდაცია.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, ირაკლი ღარიბაშვილს სხდომათა დარბაზიდან „მოღალატე“ და „მონა“ უწოდა.

„წამალი არ გაქვთ? წამალი მიუტანეთ, დაამშვიდეთ… ტყუილებს, არა, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით თქვენც და ყველას. ექიმს ხომ არ დავუძახოთ?“ – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრი ხატია დეკანოიძის რეპლიკებს.

დარბაზის იძულებით დატოვებით დაემუქრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატს, ანი წითლიძესაც, როდესაც ის სხდომათა დარბაზიდან მიკროფონის გარეშე მიმართავდა ირაკლი ღარიბაშვილს, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა სიტყვის გაგრძელება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ შეძლო.

„თქვენ ხართ მოღალატეების პარტია, თქვენ ხართ მოღალატეების პარტია… არა, მოგისმენთ“, – ამ რეპლიკით გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი ანი წითლიძის შეძახილებს დარბაზიდან.

ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ის დაბრკოლებებიც ჩამოთვალა, რომელიც საქართველოს დასავლურ პერსპექტივას კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა შეუქმნეს. ამ კონტექსტში მთავრობის მეთაურმა დარბაზში მყოფი ერთ-ერთი პოლიტიკოსი და უკრაინელი მაღალჩინოსნები დაასახელა. სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე, არც ამ თემის განხილვას ჩაუვლია.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა პრემიერის მოხსენების იმ ნაწილს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და ის პრობლემები გაიხსენა, რაც საქართველოს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში შეექმნა.

კიდევ ერთი თემა დეოლიგარქიზაცია იყო. პრემიერის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ოლიგარქები და ისინი, მისი თქმით კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

ამასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებებზე საუბარს მიუძღვნა:
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, თანხა კი, მან თავისი შრომით სხვა ქვეყანაში იშოვა, ჩამოიტანა საქართველოში და ქვეყანაში დახარჯა:
„ლარი არ უშოვია საქართველოში. კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში, თავისი შრომით, თავისი ნიჭით. ჩამოვიდა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, მათი მმართველობის დროს – პოლიციის რეფორმა, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, მუზეუმების, თეატრების რეაბილიტაცია – ყველაფერი უკავშირდება ამ ადამიანის სახელს“, – თქვა ღარიბაშვილმა.

მან მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს და უთხრა, რომ მათ დამარცხება ვერ აიტანეს.

„რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს და გაწირავდით ქვეყანას და ხალხს. დაანგრევინებდით და გაყიდიდით საქართველოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებას Forbes $4.8 მილიარდად აფასებს, ფული რუსეთში, ძირითადად, საბანკო საქმიანობით დააგროვა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მისივე პარტიის დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი არაა ოლიგარქი, რადგან არ არის ჩართული პოლიტიკასა და მედიის ცხოვრებაში.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ევროკომისიამ საქართველოს წამოუყენა 12 მოთხოვნა, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია.

ბიძინა ივანიშვილმა ფორმალურად პოლიტიკური თანამდებობა პირველად დატოვა 2013 წელს, თუმცა დაბრუნდა 2018-ში და ისევ წავიდა 2021 წელს. ის კვლავ ფართოდ აღიქმება არაფორმალურ მმართველად.

კობახიძის მტკიცებით, საქართველოში ოლიგარქები ნამდვილად არიან, თუმცა ოპოზიციაში.

„[ოლიგარქები] არიან კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე, ჯაფარიძე. ეს არის ოთხი გვარი, რომელიც პირველი გვახსენდება. ისინი პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკაში, მათ აქვთ გავლენა მედიაზე და მათ აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, ვიდრე, მაგალითად, უკრაინულ კანონშია მითითებული, – თქვა ირაკლი კობახიძემ და დაამატა, – ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება, რადგან ის არ არის ჩართული პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში. ეს არის რეალობა“.

ესენი მელაპარაკებიან ევროპულ პერსპექტივაზე, ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. ეს უბედურებაა, კაციჭამია კანიბალი რომ გველაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა მათი მდგომარეობა ,

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას სურდა რუსეთის პროვოცირება და საქართველოში მეორე მარიუპოლის მიღება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ,“ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოიტანა ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი.
ასევე შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, 24 თებერვლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად ღიად დაიკავა რუსეთის მხარე.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინამ ომი ვერ აირიდა და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ “საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს”.

პრემიერმინისტრი ოპოზიციას ადანაშაულებს იმაშიც, რომ ევროკომისიამ არ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამასთან მიღწევად აცხადებს, რომ ევროკომისიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსენსუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით და რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამაში ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპირებული ტერიტორიები ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეზოლუციაზე ხელის მოწერით ოკუპაცია დააკანონეს.

საქართველოს პრემიერ – მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს, წლიური ანგარიშის წარდგენის ფორმატში სტუმრობდა, თუმცა ბრიუსელის გადაწყვეტილების მოლოდინში ძირითადი სასაუბრო თემა ქვეყნის ევროპული მომავალი იყო. ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი მოღალატეებად გამოაცხადა, სხვებს კი ცინიკური და დამამცირებელი ფრაზებით მიმართა.
სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ ღარიბაშვილი გამოსვლას 24 ივნისს გეგმავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button