ოლიმპიური ჩირაღდნის ეასტაფეტა კახეთშია [Photo]

თბილისის ახალგაზრდული ფესტივალის ცეცხლს კახეთის რეგიონში პირველმა საგარეჯომ უმასპინძლა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩირაღდანი “თბილისი 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავე ლევან თედიაშვილმა შეიტანეს”.

საგარეჯოს ხელმძღვანელობა ოლიმპიურ ცეცხლს სახალისო სპორტული თამაშებითა და საზეიმო კონცერტით დახვდა.

14 ივლისამდე ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს 67 მუნიციპალიტეტს და დასახლებულ პუნქტებს მოივლის. 14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე მონაწილეობს.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8676″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]

მსგავსი პოსტები

Back to top button