მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

კელი დეგნანი პატრიარქს აღდგომას ულოცავს

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

“ჩემთვის პატივია, მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად. აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს მსურს, გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის“, – ნათქვამია მილოცვაში.

მილოცვის ტექსტი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button