მნიშვნელოვანირეგიონი

ბათუმის პორტის რამდენიმე თანამშრომელმა შიმშლობა გამოაცხადა

ბათუმის საზღვაო პორტის თანამშრომლებმა შიმშილობის აქციადაიწყეს, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით, 5 ადამიანი მონაწილეობს.

პროტესტის მიზეზია პორტში დაწყებული რეორგანიზაცია, რომლის გამოც, რამდენიმე ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვეს საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლები.

აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ არასაპენსიო ასაკის თანამშრომლებსაც. თავის მხრივ, ბათუმის პორტის ადმინისტრაცია რეორგანიზაციას გარდაუვალს უწოდებს და თანამშრომლებს პირობებზე მოლაპარაკებას სთავაზობს.

აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მენეჯმენტს თანამშრომლებთან განმარტებები არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button