გომბორის გზაზე მოძრაობა შეიზღუდა [Photo|Audio]

12584067_1065209893518886_1573323970_nგადაუღებელმა თოვამ პრობლემები შექმნა გზებზე. შეზღუდვები დაწესდა ვაზიანი-გომბორი -თელავის საავტომობილო გზაზე.

როგორც რადიო “ჰერეთს” თელავის საგზაო სამმართველოს დირექტორმა თენგიზ გვერდელაშვილმა განუცხადა, ამ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტომობილებით.

გომბორის გზაზე მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. რაც შეეხება ახმეტა ბაკურციხის გზას, ამ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია შეზღუდვების გარეშე.

თენგიზ გვერდელაშვილი_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button