კიმ კარდაშიანმა შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

კიმ კარდაშიანმა პერსონალურ საიტზე საკუთარი ვაჟის – სეინტ უესტის პირველი საჯარო ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ბავშვი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაიბადა და ახლა იგი ჯერ 3 თვისაც არაა.

“დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, მას 72 წელი შეუსრულდებოდა. ვიცი, რომ მას ყველაზე მეტად საკუთარი შვილიშვილების დანახვა გაუხარდებოდა. ამიტომ სეინტის სურათს ვაქვეყნებ და ყველას ვუძღვნი”, – დაწერა კიმმა გარდაცვლილი მამის – რობერტ კარდაშიანის პატივსაცემად.

როგორც ცნობილია, რობერტ კარდაშიანი ფეხბურთელ ო.ჯეი სიმფსონის ადვოკატი იყო, რომელსაც ბრალად საკუთარი მეუღლის მკვლელობა ედებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button