აშშ-მა სირიის სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანა [Photo/Video]

აშშ-მა 7 აპრილის გამთენიისას სირიის სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. პროვინცია ჰომსში განლაგებულ სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებს ათობით რაკეტა თავს დაატყდა. სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაცია ტელეარხმა NBC News-მა გაავრცელა.

აშშ-მა სარაკეტო იერიში აეროდრომ შაირათზე მიიტანა, რომელსაც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები იყენებდა. პენტაგონი აცხადებს, რომ ბაზის იმ ნაწილზე, სადაც რუსული თვითმფრინავები იმყოფებოდა, იერიში არ განხორციელებულა.
აშშ-ის საესკადრო ნაღმზიდი 2 ხომალდიდან, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში იმყოფება, 59 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ი გაუშვეს. თავდაპირველად ვარაუდი გამოითქვა, რომ მასირებული დარტყმა მხოლოდ ერთ მიზანზე განხორციელდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ აშშ-მა რაკეტები მთელ რიგ სამხედრო ობიექტებს დაუშინა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავიადარტყმების განხორციელების დროს Mar-a-Lago-ს მამულში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავჯდომარე სი ცინპინს ხვდებოდა. სარაკეტო იერიშის მიტანისთანავე პრეზიდენტმა ტრამპმა მოკლე ტელემიმართვა გაავრცელა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა „მრავალი ადამიანის მოსაკლავად“ ნერვულ-პარალიტიკური აირი გამოიყენა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 5 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბზე განხორციელებული დარტყმის დროს ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. მაშინ 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 400-ს სასუნთქი გზების პრობლემები შეექმნა. დაღუპულთა შორის მრავალი ბავშვია.
დასავლეთმა ქიმიური იერიშის განხორციელებაში ბრალი ბაშარ ასადის რეჟიმს დასდო, მაგრამ ოფიციალური დამასკო აკრძალული აირაღის გამოყენებას უარყოფს.

[print_gllr id=56000]

მსგავსი პოსტები

Back to top button