რეგიონი

13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 50 წლამდე კაცი გოგონას ოჯახის მეზობელია

ზუგდიდში, დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 50 წლამდე კაცი, გოგონას ოჯახის მეზობელია.

საცხოვრებელი ბინა, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა ამ დროისთვის დაკეტილია.

მეზობლები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ რომ იგი მარტო არ ცხოვრობდა და დრო და დრო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიოდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაციც დევნილია და ფაქტს სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

არსებული მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდი დაორსულდა.

გოგონას ოჯახმა მომხდარი ფაქტი სამართალდამცველებს არ შეატყობინეს და ნაყოფის მოსაშორებლად გოგონა თვითნებურად ქუთაისში წაიყვანეს.

სწორედ ექიმებმა ჩააყენეს სამართალდამცავები საქმის კურსში.

მომხდარ ფაქტზე გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდა და პოლიციაში გამოიკითხა მისი მშობელიც.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

მსგავსი პოსტები

Back to top button