ჩინელმა მტვერსასრუტით სმოგის აგური შექმნა [Photo/video]

ჩინელმა საწარმო მტვერსასრუტის მეშვეობით პეკინში, რომელიც სმოგშია გახვეული, აგური შექმნა, – გვაცნობებს People’s Daily Online.

ჩინეთის ქალაქ ჩენჩჟენის მკვიდრმა პეკინში 100 დღე გაატარა, რათა ერთი აგურის ბლოკი შეექმნა. მამკაცმა საწარმო მტვერსასრუტის მეშვეობით ჭუჭყის ნაწილაკების შეგროვება დაიწყო, რომელიც ჰაერში დაფრინავდა. ჩინელი სმოგს ხალხის თავშეყრის ადგილებში აგროვებდა. საკმაო რაოდენობის მტვრის შეგროვების შემდეგ მან იგი სპეციალურ დანადგარში დაპრესა და აგური მიიღო. მისი თქმით, მიღებული მასალა მშენებლობისთვის თავისუფლად ივარგებს.

მამაკაცს ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც მასმედიამ პეკინში PM2.5 ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების შესახებ აცნობა.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს პეკინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებამ მაღალ – ნარინჯისფერ ნიშნულს მიაღწია, რომელიც კრიტიკული არ არის, მაგრამ ფაბრიკა-ქარხნებისგან წარმოების შემცირებას ან მის შეჩერებას მოითხოვს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24300″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button