ქვემო ქართლში ახალი ნაგავსაყრელი აშენდება

„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის „პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და კონსულტანტი კომპანიის (HPC HARRESS PICKEL CONSULT AG) წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განხილული იყო ,,ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის’’ პროექტის განვითარების საკითხები და მასთან დაკავშირებული დეტალები.

ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სისტემის განვითარების ხელშეწყობას რეგიონში. პროექტის მიზანია ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა.

ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი). პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მუნიციპალიტეტები, ასევე, აღიჭურვება აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button