სასამართლომ მადონასა და გაი რიჩის ვაჟის მეურვეობაზე გადაწყვეტილება მიიღო [Photo/Video]

ნიუ-იორკის სასამართლომ მადონასა და გაი რიჩის ვაჟ როკოზე მეურვეობის უფლებაზე გადაწყვეტილება მიიღო, – გვაცნობებს გამოცემა The Guardian.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ყოფილმა ვარსკვლავურმა წყვილმა, რომელიც 2008 წელს ერთმანეთს გაეყარა, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, ამ საკითხში შეთანხმებას უნდა მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო თავისი ნება-სურვილით იმოქმედებს.

მიმდინარე მომენტში ბავშვს მამასთან ერთად ლონდონში ცხოვრების ნება დართეს.

ცნობილია, რომ სასამართლო დავა შვილის მეურვეობაზე წყვილმა გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როცა როკომ ტურნეში მყოფი დედა თვითნებურად მიატოვა. იმის მიზეზი, თუ რატომ მოიქცა ასე 15 წლის მოზარდი, არ ხმაურდება.

თავად მადონას სოციალურ ქსელებში არაერთხელ დაუწერია, რომ თავისი ბიჭი ძალიან ენატრება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, ტაილანდის დედაქალაქში ჩატარებული კონცერტის დროს, პოპ-მუსიკის დედოფალი სცენაზე “საქორწინო ფატაში” გაიხლართა და წონასწორობა ძლივს დაიცვა. რის შემდეგაც მას თაყვანისმცემლებმა 57 წლის ქალისთვის შესაფერისი კოსტუმების შერჩევა ურჩიეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30617″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button