ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებულია

Qatar ExxonMobil Open-ის ფინალში, ქართველი ჩოგანი, რომელიც ტურნირზე 42-ე ნომრად იყო განთესილი, მე-5 ნომ,რად მოაზრებულ ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და 2 სეტში, 6:2; 7:5 დაამარცხა.
მატჩი ზუსტად საათნახევარი გაგრძელდა. ნიკოლოზი ტურნირის საპრიზო ფონდიდან გამარჯვებულისთვის გამოყოფილ $69 520 და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
ATP-ის ეგიდით ქართველი და ესპანელი ჩოგბურთელები უკვე მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დრომდე აგუტის 3 მოგება ქონდა.ის 2019 წლის დოჰას ტურნირის გამარჯვებულია.
აღსანიშნავია,რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში მხოლოდ სამხრეთამერიკელი კევინ ანდერსონის მიერ გამოცხადებული უარის შემდეგ მოხვდა.
29 წლის ქართველმა მეოთხედფინალში როჯერ ფედერერი,ხოლო ნახევარფინალში ტეილორ ფრიტცი დაამარცხა.
ბასილაშვილმა ტურნირის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში 6 პოზიციით წინ წაიწია და ამჟამად 36-ე ადგილს იკავებს.