რამაზ სამხარაძე: საზოგადოებრივ მაუწყებელს თავდაყირა დავაყენებ

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელმა რამდენიმე წუთია რაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის ვაკანსიაზე საბუთები წარადგინა. 

სამხარაძის თქმით, მზად არის ახალი გამოწვევებისთვის.

როგორც რადიო თბილისთან რამაზ სამხარაძემ განაცხადა მაუწყებლის გენერალურ დირექტორად დამტკიცების შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს “თავდაყირა” დააყენებს.

“მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის, თუ სამეურვეო საბჭო ჩემს კანდიდატურას დაამტკიცებს, რადიკალურ ცვლილებებს განვახორციელებ შენობიდან და საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული, მაუწყებლის პლატფორმებით დამთავრებული.”

ამ დროის მონაცემებით, მაუწყებელში 12 კანდიდატს აქვს დოკუმენტაცია წარდგენილი. მათგან ორი საზოგადოებრივის მოქმედი თანამშრომელია. ნინო ზაუტაშვილთან და თიკო ბერძენიშვილთან ერთად, საბუთები ვასილ მაღლაფერიძემ, ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, გურამ ფალავანდიშვილმა და ნიკოლოზ მჭედლიშვილმა შეიტანეს.

ამ ლინკიდან ნახეთ რამაზ სამხარაძის სამოტივაციო წერილი. 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button